ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

„საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია“ - ლორა თორნტონი

ნახვები: 473 „საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია“ - ლორა თორნტონი

„მთავრობა ომბუდსმენის ინსტიტუტს ძირს უთხრის, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია."-, განაცხადა, დღეს 19 ნოემბერს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა საქართველოში, ლორა თორნტონმა, „ქართული ოცნების" მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მას „ფეიკი" უწოდა.

"ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების არარსებობა - და შემდგომი კონტროლი და ბალანსირება - საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია", - ამბობს ლორა თორნტონი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა