პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს

ნახვები: 433 გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს

გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს - ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან, - ეს განცხადება დღეს უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარიას პარტიას რამდენიმე საკრებულოში უმრავლესობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქვს შექმნილი და თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ.

„ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება. როგორც ჩანს, გახარიას და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის“ იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო. მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა" იტყოდა, იმას აკეთებდნენ - გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლები, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა