პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

თეთრი სახლის სპიკერი - ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს

ნახვები: 415 თეთრი სახლის სპიკერი - ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს

ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი ავრცელებს.

„ჩვენ ვიცით, რომ ირანი წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში აქტიურად არის ჩართული. ეს ჰუსიტების მიერ რეგიონის დესტაბილიზაციის ქმედებების იმ გრძელვადიან მატერიალურ მხარდაჭერას შეესაბამება, რომელსაც ირანი ახორციელებს“, - განაცხადა ედრიენ უოტსონმა.

„ეს საერთაშორისო გამოწვევაა, რომელიც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს“, - აღნიშნა უოტსონმა.

ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, აშშ-მა საზღვაო კოალიცია შექმნა, რომელშიც 20 სახელმწიფოა ჩართული და წითელ ზღვაში გემების დაცვას ისახავს მიზნად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა