ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად

ნახვები: 399 სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე. ინფორმაცია ომბუდსმენის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად.

„26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას.

ირაკლი ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა