მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36.6% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%

ნახვები: 697 Edison Research - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 36.6% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%

ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

„ქართული ოცნება“ - 36.6%;

„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21.5%;

„საქართველოსთვის“ - 8.8%;

„ლელო“ - 6.7%;

„გირჩი/დროა“ - 5%;

„ლეიბორისტული პარტია“ - 4.7%;

„ხალხისთვის“ - 3.7%;

„ალტ-ინფო“ - 3%;

„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 2.9%;

„ხალხის ძალა“ - 2.5%;

„მოქალაქეები“ - 1.7%;

„პატრიოტთა ალიანსი“ - 1.7%;

„ევროპული საქართველო“ - 0.7%;

სხვა - 0.5%.

ამავე კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 70% თავის პოლიტიკური არჩევანში დარწმუნებულია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 22 დეკემბრის პერიოდში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა