მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის ინიციატივით გამოდის

ნახვები: 435 გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის საქმეში უცხოელი მოსამართლეების ჩართვის ინიციატივით გამოდის

„გამოსავალი არის დროებითი ნორმის შემოღება, რომლითაც უცხოელი მოსამართლეები, იქნება, ვთქვათ, სტრასბურგში გამოცდილების მქონე მოსამართლეები და ა.შ., განსჯიან ამ საკითხს და დაიხურება ეს საკითხი," - განაცხადა დღეს, 23 ნოემბერს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 19 ნოემბერს, საღამოს გლდანის ციხიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პარალელურად, გრძელდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე, რომლებზეც მესამე პრეზიდენტს დასწრების უფლება არ ეძლევა.

„იმდენად დაბალია ნდობა არა მარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც კლანური მართლმსაჯულების მიმართ, რომ ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება არის სპეკულაციის საგანი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის დროებითი ნორმის შემოღება, რომლითაც უცხოელი მოსამართლეები, იქნება, ვთქვათ, სტრასბურგში გამოცდილების მქონე მოსამართლეები და ა.შ., განსჯიან ამ საკითხს და დაიხურება ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ იმ საქმეებზე, სადაც უკვე ბრალი დადგენილია, ის საქმეებიც ხელახლა უნდა იქნეს განხილული, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, წინა პროცესისგან განსხვავებით, მესამე პრეზიდენტს სასამართლო დარბაზში მიიყვანენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა