ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც გიორგი გახარიამ იკადრა

ნახვები: 458 ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც გიორგი გახარიამ იკადრა

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულის შემდეგ მოუწია მრჩევლის ფუნქცია ეტვირთა.

„პირველად, 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გავიხსენებ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს, ელჩმა, რომელთან ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, რომ არ დავბრუნებულიყავი ერთი თვე, არაფერი დარჩებოდა მმართველი პარტიიდანო. ეს კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, გარედანაც კარგი ჩანდა. მაშინ, ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან, საპენსიო ასაკმაც მომიწია და საპატიო მიზეზი მქონდა. ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს. პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ რჩევების მიცემა გუნდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ხდება“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა