ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი თუ დასანქცირებულია, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?

ნახვები: 613 მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი თუ დასანქცირებულია, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?

ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, მაშინ როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას? - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხაზარაძე წერს, დღეს, „დამარცხებული პარტიის ყრილობა იყო“.

"დღეს, ივანიშვილმა აღიარა, რომ დასანქცირებულია ამერიკის და ევროპის მიერ და აღიარა ისიც, რომ ჩრდილოვანი მმართველია. ივანიშვილი თუ დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ მაშინ, როგორ აპირებს თავისი რუსული პარტიით ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში შეყვანას?! ეს იყო დამარცხებული პარტიის ყრილობა, ეს იყო პუტინისგან დავალება მიღებული, დამფრთხალი ბიძინას ქმედება. ზუსტად ამიტომ დასრულდება რუსული პოლიტიკა 2024-ში საქართველოში, ზუსტად ამიტომ გავიმარჯვებთ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად", - აცხადებს ხაზარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა