მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

5.6 მილიონი $-ის პიროტექნიკა საქართველოში და ექიმის რჩევები - როგორ ავირიდოთ საფრთხეები?!

ნახვები: 691 5.6 მილიონი $-ის პიროტექნიკა საქართველოში და ექიმის რჩევები - როგორ ავირიდოთ საფრთხეები?!

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდში 5.6 მილიონი დოლარის ღირებულების პიროტექნიკის (ფოიერვერკი, სასიგნალო შუშხუნა, წვიმის რაკეტა და პიროტექნიკის სხვა ნაწარმი) იმპორტი განხორციელდა.

ამავე მონაცემების თანახმად, 11 თვეში საქართველოში 616,4 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2022 წლის 11 თვეში კი 777.1 ტონა.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, 2022 წელს ქვეყანას ერთი ტონა პიროტექნიკის შესყიდვა 7 484 დოლარი დაუჯდა, წელს კი 9 112 დოლარი.

სტატისტიკა წლების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • 2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
  • 2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
  • 2018 წელი – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი

ექიმის რჩევები მშობლებს

რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, ექიმი მშობლებს ურჩევს, არავითარ შემთხვევაში არ მისცენ ბავშვებს საშუალება, თავად შეიძინონ და მით უფრო, გამოიყენონ პიროტექნიკა.

კონკრეტულ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ ასაფეთქებლების სწორად მოხმარებას, რამაც შესაძლოა მოზარდებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა