ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვოლოდიმირ ზელენსკი - მომავალ წელს მტერი უკრაინის შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს

ნახვები: 612 ვოლოდიმირ ზელენსკი - მომავალ წელს მტერი უკრაინის შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2024 წელს მტერი უკრაინული წარმოების კიდევ უფრო მეტ იარაღს იხილავს, მათ შორის მილიონ დრონს.

 

„მომავალ წელს მტერი შიდა წარმოების რისხვას იგრძნობს. ჩვენი იარაღი, ჩვენი აღჭურვილობა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, საზღვაო "სალამი" მტერს და მინიმუმ მილიონი უკრაინული FPV. ყველაფერს, რითაც გულუხვად გავუმასპინძლდებით. ხმელეთზე, ჰაერში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერმა ისე, როგორც არასდროს იგრძნო, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდა შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა საახალწლო მიმართვაში

მისი თქმით, უკრაინას დასავლელი პარტნიორები F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწოდებენ.

„ჩვენი პილოტები უკვე ეუფლებიან F-16 თვითმფრინავებს და მათ აუცილებლად ვიხილავთ ჩვენს ცაზე, რათა ჩვენმა მტრებმა დაინახონ, რა არის ჩვენი ნამდვილი რისხვა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რამდენი რაკეტაც არ უნდა ისროლოს მტერმა, რამდენჯერაც არ უნდა დაბომბოს და თავს დაესხას ქვეყანას უკრაინელების გატეხვისთვის, მიზანს ვერ მიაღწევს - უკრაინა მაინც ამაღლდება და ფეხზე წამოდგება.

„ისევე, როგორც გასული წლის 31 დეკემბერს, დღესაც ვამბობთ: „არ ვიცით, რას მოგვიტანს ახალი წელი“. მაგრამ წელს შეგვიძლია დავამატოთ: „რაც არ უნდა მოიტანოს, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა