მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა

ნახვები: 718 ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა

ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ახალგაზრდა ქალი „ინგოროყვას“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

გიორგი კავლელაშვილის მიერ 27 წლის ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობის საქმეზე დეტალებს მეზობლები ყვებიან.  

 კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.

„დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ცოლი, ქმარი, 4 თვის შვილი და ბიჭის მამა ცხოვრობდნენ ერთად. ეს მეორე ცოლია. ერთი ორი წელი იქნება, რაც ცოლად მოიყვანა. დმანისის რაიონში იყვნენ და როგორც გავიგე, გუშინ საღამოს ჩამოვიდნენ, ბავშვი აცრაზე უნდა წაეყვანათ, ამიტომ ჩამოსულან. ეს ბიჭი ჩვენ თვალწინ გაიზარდა, აქამდე ცუდი არასდროს გაგვიგია. ზოგი ამბობს, ნასვამი არ იყოო, შემთხვევის დროს სახლში მამა ყოფილა, ეძინა და არაფერი გაუგიაო, გამთენიას მომხდარა. მეზობლებმა თქვეს, დანით დაჭრა მძინარე მდგომარეობაშიო, ბავშვიც სახლში იყოო“,- აცხადებს მეზობელი.

ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა. დაჭრილია გიორგი კავლელაშვილიც, მან მომხდარის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა.

როგორც "ნეიშენ ჯორჯიას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა