პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ლევან ხაბეიშვილი - ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას

ნახვები: 475 ლევან ხაბეიშვილი - ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას

ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას - გამარჯვების წელია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ეხმაურება სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

„ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის - სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული ... ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი.

ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას - გამარჯვების წელია, ქართველი ხალხის გამარჯვების, ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების წელი. აღარ უნდა მივცეთ შესაძლებლობა დაანგრიონ გელათი, უკიდურესად შეურაცხმყოფელად მოეპყრან ჯვრის მონასტერს, საკუთარ "დღეობაზე" დახურონ სვეტიცხოველი და ფეხქვეშ გათელონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.

რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი და ცხადია, ვერ მოგვეწონება.

ძლიერი ოჯახი, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფლება და სამშობლო, არის ის ღირებულებები, ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ერს გააერთიანებს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - წერს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა