მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ამინდი: 10 იანვარს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნალექი

ნახვები: 742 ამინდი: 10 იანვარს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 იანვარს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +6, +11°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -5, 0°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დილით ნისლი.ღამით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +6°.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა