ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბექა დავითულიანი - დანიის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს

ნახვები: 481 ბექა დავითულიანი - დანიის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს

დანიის ელჩის საქციელი სრულიად მიუღებელია, შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა მისი საქმე არ არის! - ამაზე მას საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებების გაკეთება მოუწევს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი საქართველოში დანიის ელჩის ოპ-ედს, სადაც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს.

დავითულიანის აზრით, „საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს საკუთარ უფლებამოსილებებზე ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს“.

„ისინი შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათი უფლებამოსილებების მიღმა ზედმეტ ჩარევასა და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას ცდილობენ ხოლმე, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის მხრიდან გაკეთებული განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. იმ ფონზე, როცა ევროკავშირი პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისკენ და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოგვიწოდებს, თავად ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს და რადიკალურ მედია საშუალებებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს საზრდოს, რომ პროცესების რადიკალიზაციისკენ გადადგან ნაბიჯი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა „ქართული ოცნების დამფუძნებელი“ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

მათივე ცნობით, ამის შესახებ ელჩი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში წერს, სადაც საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღება აქვს განხილული.

„მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, დაარსებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც ქონება 1990-იან წლებში რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაშია 2012 წლიდან. ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელმძღვანელობს, მუდმივად ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ხელისუფლებას სასამართლოების პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობაში და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში ადანაშაულებს“, - წერს ელჩი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა