ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ზარქუა - დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია

ნახვები: 444 ირაკლი ზარქუა - დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია

დანიის ელჩის განცხადება უპასუხისმგებლო და თავხედურია, მგონი, ავიწყდება უფლებამოსილებები და ვალდებულებები - ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - პოლარიზაციის გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა.

ზარქუა ელჩს ურჩევს ივანიშვილზე გაკეთებული განცხადების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს და მომავალში უფრო ფრთხილი იყოს.

„როგორ გელანდებათ ყველაფერში სანქციები და როგორ გინდათ, მაგრამ ვერ ეღირსებით. ქალბატონი ელჩის განცხადებას რაც შეეხება, უპასუხისმგებლოს, მე ვიტყოდი, სიცრუეს, დეზინფორმაციას, თავხედურ განცხადებას დავარქმევდი, პირდაპირ უნდა ვთქვათ. მგონი, ავიწყდება ქალბატონ ელჩს უფლებამოსილებები და ვალდებულებები. თქვენ, ქალბატონო ელჩო, აქ დანიშნულო ხართ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს დაეხმაროთ ევროპულ ინტეგრაციაში. ჩვენ როცა მთელი რიგი წარმატებები გვაქვს და შევახსენებ ქალბატონ ელჩს, რომ კანონის უზენაესობით ჩვენ ვუსწრებთ კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას და ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, ბიუჯეტის ღიაობით და გამჭვირვალობით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ, თქვენს სახელმწიფოსაც ვუსწრებთ, ეს მათ შორის, თქვენმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, კორუფციის აღქმის ინდექსით 11 სახელმწიფოს ვუსწრებთ ევროკავშირის და ესაა მოცემულობა, რაც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შექმნა, მოიტანა. ასე რომ, თქვენს ამ განცხადებებს ერთადერთი მიზანი შეიძლება ჰქონდეს - პოლარიზაციის უფრო გაღრმავება და მარგინალების მხარდაჭერა, რის საპირისპიროდაც ვმუშაობთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ევროკავშირი. შემდეგში მოგიწოდებდით უფრო ფრთხილი იყოთ. არ ვიცი, ეს შეცდომით თუ გამიზნულად ქენით, ორივე შემთხვევაში დანაშაულია და მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიბარებს ამ ელჩს და მოსთხოვს ახსნა განმარტებებს. მე კი ჩემი მხრიდან, ვურჩევდი ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას ამ განცხადების გამო”, - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა