პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

კახა კალაძე - გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

ნახვები: 433 კახა კალაძე - გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს

აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს გიორგი გახარია, - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

„საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ გუნდს, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდს უღალატა.

„რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, ის გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს ყველაფერი შეაფასა და არჩევნებზე ყველას შესაბამისი პასუხი გასცა, ასე იქნება მომავალშიც, საქართველოში მოღალატეები არ უყვართ, ეს არის ძალიან მარტივი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა