კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media

აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს

ნახვები: 450 აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები 60-ზე მეტ სამიზნეზე განახორციელეს

შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

მედიის ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.

ჯო ბაიდენის განმარტებით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტების“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში.

„აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე", - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით. ბაიდენი ირწმუნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

”უყოყმანოდ მივიღებ შემდგომ ზომებს ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის, რიში სუნაკის ინფორმაციით, "ჰუსიტების" ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში სამეფო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას და ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს“, - აცხადებს სუნაკი.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმები სახიფათოა და ასე გაგრძელება შეუძლებელია. „მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ თავდასხმები და მიიღონ ზომები დეესკალაციისთვის“, - აცხადებს სუნაკი.

აშშ-ისა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.

„ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის „ჰუსიტი“ ბოევიკებისგან, და საფრთხისგან, რომელსაც ისინი რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან“, - აღნიშნულია გრინკევიჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ აკონტროლებენ იემენის დიდ ნაწილს და აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ მოკავშირე „ჰამასს“. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე ოცამდე თავდასხმა განახორციელეს. „ჰუსიტების“ მტკიცებით, ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როცა ისრაელი ღაზის სექტორში საკვებისა და მედიკამენტების შეტანას დაუშვებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა