მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"მომავალის" სადღეგრძელოს ყანწებით სვამთ! დალიეთ ბატონებო, ოღონდ გასცდით თქვენ შვილებს - ზუკა ნემსაძე

ნახვები: 724 "მომავალის" სადღეგრძელოს ყანწებით სვამთ! დალიეთ ბატონებო, ოღონდ გასცდით თქვენ შვილებს - ზუკა ნემსაძე
"გვიხაროდენ! ასეთები ვიზრდებით, ჩვენ საქართველოს მომავალი, რომელსაც ყოველ დღე ხელს კრავთ თუმცა სუფრასთან "მომავალის" სადღეგრძელოს ყანწებით სვამთ! დალიეთ ბატონებო, ოღონდ გასცდით თქვენ შვილებს! გეყოფათ! 
და აქვე, როგორი გარემოც არ უნდა შემიქმნან ან შეიქმნას, მე აქედან წასვლას არ ვაპირებ!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ზუკა ნემსაძე წერს. 
 
"ახალი წლის დადგომასთან ერთად, ადამიანში ცვლილებების იმედი ჩნდება. ცვლილებების უკეთესობისკენ. 
ახლა, სულ რაღაც 13 დღის წინ, "პომპეზურობით" შემობრძანდა 2024 წელი, ახალი იმედებით, უკეთესობისკენ ცვლილებების მოლოდინით!
დღეს საღამოს 6 საათისთვის, მეგობრების ჩატში 9 საათზე შეხვედრა დაინიშნა, სადმე ყავა დავლიოთო. 8 წელია ვიცნობ ამ გოგო-ბიჭებს (განათლებულები, გაზრდილები, საამაყოები). არ მიწყენენ თუ დავწერ მათზე ორი წინადადებით - 2 ბიჭი მამით ობოლია, 1 გოგონა დედით.
შვიდი ბავშვიდან, ოთხი 100%-იანი გრანტით სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, ორი კი 50 %-იანით. (სწავლა უკვე დაამთავრეს)
მართლა განათლებულები, რომ არიან. თავიანთი საქმის პროფესიონალები. 20 რიცხვის შემდეგ, ექვსივე ქვეყნიდან მიდის, იმიტომ რომ აქ ვერ მოახერხეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
ყველა ფეხის ნაბიჯზე, "დიდმა კაცებმა და ქალებმა" შეუშალეს ხელი.
2024 წელს, მე რომ ვიცი ისეთი ექვსი ერთმანეთზე უკეთესი გოგო-ბიჭი მიდის და მე რომ არ ვიცი ალბათ ასეთი რამდენი იქნება?!
ძალიან მწყდება გული, რაზე უნდა ვისაუბროთ? ვისზე? ან რატომ? რომელ ახალ წელზე? რომელ ადამიანობაზე, რომელიც დავკარგეთ?
ყოველ დღე - ჩვენ, პოლიტიკური "ელიტები" და საზოგადოება, დიახ, არ მოგესმათ! საზოგადოება! ვაიძულებთ ჩვენს თანამოქალაქეებს - (შურით, სიძულვილით, ბოღმით) - რომ წავიდნენ!
ხოდა, აქვე, ბოლოს, გილოცავთ ახალ წელს, (ჩემს ოჯახში ყოველ წელს გამორჩეულობით აღინიშნება "ძველით ახალი წელი") გისურვებთ კარგ წელს და ვისურვებდი კი არ წასულიყვნენ, არამედ ერთად ისეთი საქართველო აგვეჟრიამულებინოს, რომ უკლებლივ ყველა! აი, აქ თავიანთ მიწა-წყალზე, სახელმწიფოში, დიახ სახელმწიფოში - უკლებლივ ყველა დაბრუნებულიყოს!
ერთმანეთს პირობა მისცეს, ობლად გაზრდილმა ბავშვებმა, რომ წელიწადში ერთხელ ჩამოვლენ და მშობლების საფლავზე მივლენ. 
გვიხაროდენ! ასეთები ვიზრდებით, ჩვენ საქართველოს მომავალი, რომელსაც ყოველ დღე ხელს კრავთ თუმცა სუფრასთან "მომავალის" სადღეგრძელოს ყანწებით სვამთ! დალიეთ ბატონებო, ოღონდ გასცდით თქვენ შვილებს! გეყოფათ! 
და აქვე, როგორი გარემოც არ უნდა შემიქმნან ან შეიქმნას, მე აქედან წასვლას არ ვაპირებ! 
გილოცავთ!", -წერს ნემსაძე
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა