უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia

ანდრეი ერმაკი - მნიშვნელოვანია, ჩინეთი იყოს მაგიდასთან, როდესაც „მშვიდობის ფორმულის“ პროცესზე მიმდინარეობს დისკუსიები

ნახვები: 464 ანდრეი ერმაკი - მნიშვნელოვანია, ჩინეთი იყოს მაგიდასთან, როდესაც „მშვიდობის ფორმულის“ პროცესზე მიმდინარეობს დისკუსიები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთი იყოს მაგიდასთან, როდესაც „მშვიდობის ფორმულის“ პროცესზე მიმდინარეობს დისკუსიები, რაც რუსეთთან ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის ძირითადი პრინციპი. სამწუხაროდ, ჩინეთის წარმომადგენელი აქ არ არის. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შეკრებაა და ველოდებით, რომ მომავალში ჩინეთიც მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშა ანდრეი ერმაკმა დავოსში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა შეხვედრაზე.

როგორც ერმაკმა განმარტა, მისთვის არასდროს არავის უკითხავს ტერიტორიაზე რაიმე კომპრომისის შესახებ.

„მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ლიდერებთან, არასდროს მომისმენია, რომ ვინმეს ჩვენი პარტნიორებიდან, ჩვენი მეგობრებიდან განეხილა რაიმე კომპრომისი, რომელზეც მათ ზუსტად იციან, რომ ჩვენთვის მიუღებელია, მათ შორის ყირიმის საკითხებზე“, – დასძინა ერმაკმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა