უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia

“არასდროს ამიღია – არც პრემია, არც წახალისება, არც ჯილდო, არც საჯარო მოხელის ჩინი მქონია და დანამატი” – გიორგი კეკელიძე

ნახვები: 483 “არასდროს ამიღია – არც პრემია, არც წახალისება, არც ჯილდო, არც საჯარო მოხელის ჩინი მქონია და დანამატი” – გიორგი კეკელიძე

სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს:

"და ერთიც:

პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. მტკიცედ მჯერა – ის რაც შენი განწყობის საქმე არ არის, არ უნდა აკეთო ადამიანმა. ამის მიზეზი ვერც ამხელა და დაუმსახურებელი სახალხო სიყვარული იქნება და ვერც უამრავგვარი საცდური თუ შემოთავაზება, რომელიც ბარემ მანამდეც ყოფილა ბლომად. და თუ რაღაც გზა გზად არ გეგულებოდა გუშინ და გუშინწინ, მას გზად ვერცერთი პერსონალური მოვლენა და ხდომილება ვერ აქცევს დღეს. მეორე მხრივ, მე ყოველთვის ვიქნები პრინციპული და არასდროს გადავუხვევ ჩემს არცერთ ღირებულებას, რაც აქამდე მქონია ან რასაც ცხოვრება აწი დამანახებს მართებულად.

მეორე – არასდროს ვიმუშავებ არცერთ საჯარო სამსახურში. ეს ეტაპი გავლილია ჩემს ბიოგრაფიაში, ვფიქრობ – წარმატებით. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სახელმწიფო სამუშაო – ასე, ვთქვი მაშინ, 27 წლისამ, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი და ასე ვფიქრობ ახლაც. აქაც ყოფილა არაერთი საცდური. არაერთხელ. და კიდევ: ახლა იოლად შემიძლია ვთქვა: ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას არასდროს ამიღია – არც პრემია, არც წახალისება, არც ჯილდო, არც საჯარო მოხელის ჩინი მქონია და დანამატი – ეგეც თავიდანვე ვთქვი და შევასრულე. არ მიკმევია არავისთვის დითირამბი არასდროს, საქმე იყო უპირატესი და უპირველესი მხოლოდ – ეგეც თავიდანვე ვთქვი და შევასრულე.

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იცოდეთ – ამასაც შევასრულებ.

ახლა სულ სხვა განწყობის გზები მეძახიან. ეს გზები ლიტერატურის, განათლების და კულტურის მინდვრებზე ივლის", - წერს გიორგი კეკელიძე

 

შეგახსენებთ, გიორგი კეკელიძეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე კონსტანტინე გამსახურდია ჩაანაცვლებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა