უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia

tuttonapoli: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე გასულ სეზონში - ფაქტები, მხოლოდ ფაქტები

ნახვები: 470 tuttonapoli: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე გასულ სეზონში - ფაქტები, მხოლოდ ფაქტები
tuttonapoli-მ DataMb-ის ანალიტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას არავითარი ჩავარდნა არ აქვს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ის კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და ეს ვინმეს მოსაზრება ან სურვილი კი არა, არამედ ფაქტია, ჯიუტი, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

 

კვარაცხელია იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში: რას გვეუბნებიან ციფრები

 

"ნაპოლის" კრიზისში ყოფნისას კვარაცხელიას სარგებლიანობა ხშირად კამათის საგანია. ზოგიერთისთვის ქართველი ისეთივეა, როგორც გასულ სეზონში, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ არის. აი, სერია A-ში მიმდინარე სეზონში მისი მონაცემები (წყარო DataMb).

 

- პირველ
 
ადგილზეა დრიბლინგების მიხედვით:
- პირველია მოსალოდნელი გოლების მხრივ;
- პირველ პოზიციაზე იმყოფება კარში დარტყმის მცდელობებით;
- პირველია წარმატებული შეტევითი მოქმედებებით;
- მეორეა მეტოქის საჯარიმოში ბურთის შეხებით;
- მეორეა მასზე თამაშის წესების დარღვევებით;
- მესამეა მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით;
- მეხუთეა გადამწყვეტი გარღვევებით.

ამას გარდა, გასულ სეზონში ამ დროისთვის იმაზე მხოლოდ ერთი გოლით მეტი ჰქონდა გატანილი, ვიდრე ამჟამად. "სალერნიტანასთან" მატჩი ქართველის ტალანტის ნათელი დადასტურება გახლდათ - მისი უნარი მოწინააღმდეგის ნახევარი დაცვის მოტყუებისა. ხვიჩა გუნდის ტექნიკური ლიდერი იყო და ეს მიმდინარე სეზონში პირველად როდი მოხდა:

- ბურთზე 75 შეხება;
- 4 დარტყმა;
- 7 საკვანძო მოქმედება;
- 3 გადამწყვეტი დრიბლინგი.

"კვარას" ერთადერთი "შეცდომა" ის იყო, რომ შეხვედრის დასასრულს ოჩოამ მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. კვარაცხელიას პრობლემა მხოლოდ მომენტების რეალიზაციაა. ფაქტიურად ის გამოუყენებელი შანსების მიხედვით (10) ჩემპიონატზე ყველაზე წარუმატებელია. ისე მოჩანს, სამიზნე დაკარგა და კონკრეტიკა დამაგვირგვინებელ სტადიაში ბოლო მეტრებში, რითაც გასულ წელს თავისი ხარისხით გამოირჩეოდა. თუმცა, ყოველივე ამაზე უდავოდ მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბურთის მისაღებად უკან ჩასვლა უწევს და შეტევისას 30-40 მეტრის დაფარვის შედეგად მეურვეთა წნეხში ექცევა. "კვარას" დონე გუნდის ტვირთის ზიდვისას ეჭვგარეშეა, მისი ტექნიკური თვისებები იგივეა, როგორიც იყო. უკეთესიც კია".
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა