ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს

ნახვები: 434 დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ლიდერობს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიოვას შტატში, რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში, ე.წ. კოკუსში ლიდერობს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აიოვას შტატში ხმების 80%-ის დათვლის შემდეგ ტრამპი ხმების 51%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ხმათა 21.2%-ით, ხოლო სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი მესამე ადგილზეა ხმათა 19,1%-ით.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ნამდვილად დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციაში მე გავიმარჯვე. ეს არის შესანიშნავი გრძნობა”, – განაცხადა ტრამპმა.

მრავალწლიანი ტრადიციის მიხედვით, ე.წ. კოკუსი კანდიდატების პირველ ოფიციალურ რეიტინგად მიიჩნევა და საპრეზიდენტო რბოლაში მათი მონაწილეობის შანსს აჩვენებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა