War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia
ISW: Kremlin setting conditions for mobilization, preparing for civil unrest
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა — მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა

პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს, „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს

ნახვები: 432 პაატა მანჯგალაძე - ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს, „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს

ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში აუცილებელია, ისეთი პოლიტიკური პლატფორმები შეიქმნას, რომელიც ბარიერს გადალახავს. ყველა ხმა, რომელიც ბარიერს მიღმა მოხვდება, ეს დამატებითი ხმაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დასარჩენად. ამიტომ, ამ საკითხს მარტივად შევხედოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა მოუწევთ. მისივე თქმით, „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს.“

„ჩვენი კოალიციის მიზანია, ხალხთან ყოფნა. სიმართლე გითხრათ, პარტიებს არ ველოდებით, თუ სურვილი იქნება, განვიხილავთ, მაგრამ ხალხს ველოდებით, ვისთანაც მეტი საერთო გვაქვს. „ლელო“ თუ არ ითანამშრომლებს, ნუ ითანამშრომლებს. ოდესმე, რაიმე შევეხვეწეთ? – რეალობის გათვალისწინება ყველას მოგვიწევს. ოპოზიციას ერთმანეთთან თანამშრომლობა მოგვიწევს. ითანამშრომლებენ თუ არა, ეს საარჩევნო ტაქტიკის ნაწილია – ასე უნდა თქვან და ასე უნდა ილაპარაკონ. არჩევნების შემდეგ რეალობა როცა დადგება – კოალიცია ოპოზიციასთან ერთად უნდა შექმნა ან ბიძინა ივანიშვილი უნდა დატოვო ხელისუფლებაში, ასეთ დროს რას გააკეთებენ, სად წავლენ? ყველა ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. კამპანიას აწარმოებენ, რომ „ნაცი“ არ ვარო. გავიგეთ, კაცო, ვინ ხართ და ახლა გვითხრან, ხალხისთვის რას გააკეთებენ? – ზოგს ჰგონია, ვინ სად დაჯდება, ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავსხდებით, ვინ რას გავაკეთებთ. ალბათ, დისტანციის მიზეზია – საკუთარი ნიშა გამოკვეთონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა