ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში

ნახვები: 392 ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის ოთხ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ოთხი ახალი კომპანია შეირჩა.

ბენდელიანის თქმით, აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები უკვე ადგილზე მუშაობენ.

„მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი. ეს დოკუმენტაცია დაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო, შესაბამისად გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მდგომარეობით, უკვე ამ ოთხ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ეს კომპანიები არიან კომპანია „ენკო“, კომპანია „პარმა“, კომპანია „ჯეო გრუპი“ და კომპანია „ბლექ სი გრუპი“, რომლებიც უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად სამუშაოები. რაც შეეხება კომპანია „პარმას“, მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, წერეთლის გამზირზე რომ გასულიყავით დაახლოებით ერთი თვის წინა, ნახავდით ამ კომპანიის ტექნიკას. ნოემბრის შუა რიცხვებში გაფორმდა ხელშეკრულება კომპანია „პარმასთან“, ოღონდ უნდა გამოვყოთ ახლა ერთმანეთისგან, რომ მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ. თქვენ იცით, რომ წერეთლის განზირზე საგზაო სამუშაოების გარდა არის უამრავი სამუშაო და არის უამრავი სხვა კომპანიაც ჩართულია. დეკემბრის დასაწყისიდან ეს კომპანია აქტიურად მუშაობს წერეთლის გამზირზე ტროტუარების მოწესრიგების ნაწილში. ეს ინფორმაცია არის საჯარო და თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია ამის გადამოწმება. დღეს რომ წერეთლის გამზირზე გახვიდეთ, შეიძლება, სხვა კომპანიის ბრენდირებული ტექნიკებიც ნახოთ. ჩვეულებრივი პროცესია. ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე შეგიძლიათ, გახვიდეთ და ნახოთ სხვადასხვა კომპანიის ბრენდირებული ტექნიკა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ის კომპანიაა. მათ შორის მუშახელიც, რადგან ის ტექნიკა მუშახელის გარეშე ვერ მუშაობს“, – განაცხადა ბენდელიანმა“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა