ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ დაუშვილმა ანა წითლიძეს მიმართა - „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ

ნახვები: 456 მიხეილ დაუშვილმა ანა წითლიძეს მიმართა - „ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ

„ნაციონალურ მოძრაობას“, შეიძლება, ჩვენთან აქვს კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მათთან, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მიხეილ დაუშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს მიმართა, რომ მათ გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობა“, რათა კონკრეტულ საკრებულოებში პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები.

„ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო, შეიძლება მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს. დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ იმისთვის, რომ კონკრეტულ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები, ბოდიში, რომ პირდაპირ ეთერში ამას გეუბნებით. არაკეთილსინდისიერება რაშია, მე ვერ ვხედავ. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ გამოვიყენეთ ჩვენი მოქალაქე, ეგ ტყუილია. დიახ, ჩვენ გამოვიყენეთ „ნაცმოძრაობა“, რათა ის საკრებულოები ხელში არ ჩაეგდო „ოცნებას“. ჩვენ „ნაცმოძრაობა“ ვაიძულეთ, ჩვენთვის მხარი დაეჭირა, ცუდ ენაზე რომ ვთქვათ, გამოვიყენეთ. გვაბრალებენ, რომ კოალიცია გაქვთ ჩვენთანო, ჩვენ არ გვაქვს, შეიძლება, მათ აქვთ. მე ვითხოვ, რომ მიშა სააკაშვილი, თუ გამოჯანმრთელდა, და როგორც ჩანს, გამოჯანმრთელდა, გადასარევად გამოიყურება, ნუ ამყოფებენ პრეფერენციულ მდგომარეობაში და დააბრუნონ იქ, სადაც იყო. შემიძლია, გარანტია მოგცეთ, რომ 2024 წელს – შეიძლება, ვარ პარლამენტის წევრი – რაც არ უნდა მოხდეს, „ნაცებთან “კოალიცია არ მექნება. შანსი არ არის. ჩვენ „ნაცმოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია არ გვექნება“, – განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა