ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ

ნახვები: 479 ლევან ხაბეიშვილი - კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ

კახი, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე მოვალ და დაგისვამ კითხვებს, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, კალაძის კორუფციული მმართველობის პირობებში თბილისელებს თითქოს საცობები არ ეყოფოდათ, 10 დღიდან, ფაქტობრივად, ერთ დღეს ადამიანი საცობებში ატარებს, ახლა აატალახა დედაქალაქი.

„ვერცერთ პროექტს ვერ ასრულებს იმ ვადაში, რა ვადაშიც ჰპირდებოდა მოსახლეობას და მეტიც, რიგ შემთხვევაში საერთოდ ვერ ასრულებს ამ პროექტებს. წერეთელთან დაკავშირებით ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ტენდერი მოაგებინეს გარდაბნის საკრებულოს წევრის მამას, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრის მამას და მერე ამბობენ, რომ არაფერ შუაშია კორუფცია. შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს არის კორუფციული გარიგება. ახლა, როდესაც გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება, დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმეს ბერას ძმაკაცს. კალაძემ ხომ იშოვა ფული, ახლა ბერამ და მისმა საძმაკაცომ უნდა იშოვოს ფული.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო ის პროექტები, რომლებიც კალაძემ დაიწყო და ვერ დაასრულა – ეს არის, მაგალითად, მაღლივი-ბაგების ხიდი, ასევე დიღმის ჭალებში კალაძე თბილისელებს დაჰპირდა წალკოტს, გადაიხადა ასობით ათასი ლარი კლიპებში, სად არის? იქაურობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ვაკის პარკთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი იცის, კალაძემ გახსნა, იპოზიორა და შემდეგ ბავშვი შეეწირა მის ნამოქმედარს. ყველას გვახსოვს, გვეუბნებოდა, ზედა სამგორიდან ლილომდე ზედა მეტროთი მიხვალთო, კალაძე ასე დაგვპირდა, სად არის, ვინმეს გინახავთ მეტრო? 2018 წელს ჩამოვარდა ვარკეთილში ჭერი, ყველა მთავრობის სხდომაზე მუჭს უბრახუნებს კალაძე, ახლა დავასრულებ ვარკეთილის მეტროსო, 2024 წელია და ვარკეთილის მეტროში ჭერი ჯერ კიდევ არ არის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილმა კახა კალაძე საკრებულოს შემდეგ სხდომაზე დაიბარა.

„კახი, საკრებულოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც უახლოეს რამდენიმე დღეში იქნება, გთავაზობ, თუ მატყუარა, აფერისტი და კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, საკრებულოში უმრავლესობა ხომ შენია, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარსამსახურის თანამშრომლები, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, შენი ძმაკაცი სპორტსმენები, ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და დაგისვა კითხვები, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ. გაეცი ხალხს პასუხი, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია, თუ ვაჟკაცობა გეყოფა, საკრებულოს სხდომაზე გესტუმრები და დაგისვამ კითხვებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა