ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნათია თურნავამ „ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა

ნახვები: 515 ნათია თურნავამ „ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნათია თურნავამ ისაუბრა ცენტრალური ბანკების როლზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში და აღნიშნა, რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ფასების სტაბილურობის ძირითად მიზნებზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სტრუქტურული გამოწვევების მოგვარების გზებზე.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას, მონეტარული პოლიტიკის წარმატებულად განხორციელების შესაძლებლობებსა და სტრუქტურულ სისუსტეებზეც ისაუბრა. თურნავას თქმით, ცენტრალური ბანკების პოლიტიკის ინსტრუმენტების მეტად ინტეგრირებულმა გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას.

"მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებამ და სავალუტო რეზერვების პრევენციულმა დაგროვებამ განვითარებად ბაზრებზე შეიძლება ეფექტიანად შეამციროს ინფლაციის სტაბილიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ასეთია საქართველოს გამოცდილება, სადაც 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 0,4% იყო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 2024 წლის ფორუმზე გამართულ პანელზე „ახალი ამოცანები, ახალი ინსტრუმენტები“ ასევე მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანიტა ანგელოვსკა-ბეჟოსკა, პოლონეთის სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტის მოადგილე მარტა კაიტლი, ალბანეთის ბანკის პრეზიდენტი გენტ სეიკო და ლიეტუვის ცენტრალური ბანკის გამგეობის თავმჯდომარე გედემინას შიმკუსი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ Euromoney-ის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა საერთაშორისო ინვესტორებთან.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ორდღიან ფორუმში ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, ცენტრალური ბანკების მმართველები და პოლიტიკოსები 45-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა