ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 453 ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

„განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა