ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

გიგა ბოკერია - მინდიაშვილისა და დონორების წინააღმდეგ კამპანია არის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანიის გაგრძელება

ნახვები: 351 გიგა ბოკერია - მინდიაშვილისა და დონორების წინააღმდეგ კამპანია არის ანტიდასავლური, ანტიქართული კამპანიის გაგრძელება

ბექა მინდიაშვილისა და, ზოგადად, აშშ-ის, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ კამპანია არის ანტიქართული კამპანიის გაგრძელება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს.

გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება.

„ბექა მინდიაშვილისა და, აქედან გამომდინარე, ზოგადად, აშშ-ის, დონორებისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია არის ივანიშვილის რეჟიმისა და ყველა პუტინისტური ან ოპორტუნისტული ძალის ანტიდასავლური, ანუ ანტიქართული კამპანიის გაგრძელება, მაშინ როდესაც პრობლემის ძირი იმაშია, რომ ჩვენს საპატრიარქოში, ყველა თვალსაზრისით, კატასტროფული მორალური ვითარება გვაქვს. სტალინის საკითხმა ეს კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

ეს ხალხი ამ ამბის გამოყენებას მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ღალატის გადასაფარად ცდილობს, რომ ამ ფარისევლობით ვითომ ჩვენი პატრიოტიზმის, მრწამსისა და ეკლესიის დაცვას ეწევიან. ამ საკითხზე უკან დახევა, კომპრომისი ან დისტანცირება, როგორც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, მორალურად სამარცხვინოა და პრაგმატულადაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ივანიშვილის რეჟიმი, საპატრიარქოს თემის გამოყენებით, ამ სპეკულირებას, ფარისევლობასა და შეტევაზე ყოფნას განაგრძობს. ჩვენ ამ საკითხში შეტევაზე უნდა ვიყოთ, რადგან ამ თემაში მორალურად ბოლომდე მართლები ვართ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლების ან საპატრიარქოს მხრიდან საბჭოთა წარსულისა და სტალინის განდიდება სირცხვილია“,  – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა