ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

იაგო ხვიჩია - „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ - ხაზარაძე

ნახვები: 390 იაგო ხვიჩია - „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ - ხაზარაძე

სინამდვილეში, არსებობს ორი ოპოზიცია – „ნაცები“ და „გირჩი“, დანარჩენი ყველა „ნაცია“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. ხვიჩიას განცხადებით,  „ნაცებში“ უყვართ მიშა, ხოლო „ლელოში“ – ხაზარაძე“.

„ოპოზიცია ჯერ ურთიერთქიშპობის ეტაპზეა და ნარჩევ „ნაცებს“ გუნდიდან უშვებენ, ნაცვლად იმისა, რომ ახალნაცობა შემოიკრიბონ, რაც არჩევნებისთვის სათანადო ფორმად ვერ ჩაითვლება. სინამდვილეში, ვარკვევთ, მართლა ვინ არის ოპოზიციონერი, რადგან „ნაცმოძრაობის“ ქმედებები, როცა პარტიიდან ძველ ღვაწლმოსილ ნაცებს უშვებენ და ახალს არ იმატებენ, ეს არ ჩანს როგორც ოპოზიციური ბრძოლა. გვაინტერესებს, „ნაცმოძრაობა“ შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ოპოზიციურ პარტიად, თუ მხოლოდ გარეგნული ნიშნები აქვს ოპოზიციური პარტიის.

სინამდვილეში, სულ ორი ოპოზიცია არსებობს – „ნაცები“ და „გირჩი“. დანარჩენი ყველა „ნაცია“. ჩემი თუ არ გჯერათ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ და ჰკითხეთ, რომელ პარტიაშია ნიკა გვარამია, ნიკა მელია. „ლელო“ ამომრჩეველს ცოტა აბნევს, მაგრამ სულ მალე გაირკვევა, რომ „ნაცებისგან“ განსხვავება მხოლოდ ყვითელ ფერშია. რით განსხვავდებიან? სწორედ ამიტომ „ჩალიჩობდნენ“ ერთმანეთის მოადგილეობას. „ნაცებში“ უყვართ მიშა და „ლელოში“ – ხაზარაძე. თვისობრივად, ერთნაირი პარტიები არიან. საქართველოში სულ სამი პარტია არის – „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩი“. სხვა დანარჩენი სატელიტია. ფაქტი უნდა მივიღოთ, თვალი უნდა გავახილოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვალოს, მათთვის ხმის მიცემით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა