ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

„ევროოპტიმისტები“ - სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა აეკრძალოთ

ნახვები: 475 „ევროოპტიმისტები“ - სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა აეკრძალოთ

„ევროოპტიმისტები" პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს რამდენიმე წლით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალება. ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

მისივე თქმით, ტენდერებში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები იმარჯვებენ და ბიუჯეტიდან ფულს იპარავენ.

"სულ მალე ჩვენ ახალ კანონპროექტს წარვადგენთ, რომ იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო ტენდერებში მიიღებს შეკვეთას, აეკრძალება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ყველა ტენდერი, სადაც კი ვინმე იმარჯვებს, დაკავშირებულია "ქართულ ოცნებასთან". იპარავენ ფულს. აგერ ვნახეთ, რა მოხდა, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე. გამოაცხადებენ 31 მილიონს და შემდეგ 50 მილიონამდე ადის ხარჯები და ბუნებრივია, აქედან ფულის საკმაო ნაწილი მიდის "ქართული ოცნების" ლეგალურ ყულაბაში, ასევე, შავ ყულაბაში. ამიტომ რამდენიმე წლით სახელმწიფო ტენდერის მომგებ კომპანიას უნდა აეკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება," - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა