მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნიკა მელია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნახვები: 432 ნიკა მელია სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ბრალდება, რომელსაც მედავებიან, აბსურდულია", - , განაცხადა დღეს, 5 დეკემბერს ენმ-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ სუს-ის გამოკითხვაზე საუბრისას.

შეგახსენებთ: ნიკა მელია სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, დაკითხვაზე დაიბარეს. ენმ-ს ლიდერი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

„კეთილი უნდა ინებონ და ამდენი ხნის განმავლობაში ერთი წინადადებით, ფრაზით მაინც საზოგაოდებსა უნდა უთხრან რასთან გვქონდა საქმე. ეს უკანასკნელ თეებში აძრულ ვითომ სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობ. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მერამდენე სახელმწიფო გადატრიალების საქმე არის აღძრული და ყველაფერი თან თაროზე შემოდებული, მათ შორის, უკანასკნელი ასეთი იყო 20 ივნისთან დაკავშირებით. სამი ადამიანი გვყავს დაკავებილი პირველიდა მეორე ტურამდე, ორი ზუგდიდში და ერთი თბილისში და ვითომც არაფერი, ეს ადამიანებიც არიან ტყვებაში და როდესაც ეს ადამიანი გირეკავს და გეუბნება, აუცილებელი გახდა თქვენი კონკრეტული საჯარო გაკეთებული განცხადებების გამო და ამიტომ მობრძანდით ლილუაშვილთან, ვერავითარ შემთხვევაში არ მოხდება, მე არ მივალ. უსამართლობას და აღვირახსნილობას არ ვემორჩილები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა