ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ - გიორგი ვაშაძე

ნახვები: 408 ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ერთ ხმასაც ვერ გააყალბებენ - გიორგი ვაშაძე

თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, მე ვარ - ისეთ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას და ეს იქნება ცესკოსთვის ტესტი, მოაწერენ ხელს თუ არა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ცესკო-ს ხელმძღვანელისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ცესკო არალეგიტიმურია, რადგან მას მოვალეობის შემსრულებელი მართავს.

"წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია და მთავარი რა პასუხიც ცესკომ უნდა გასცეს, არის თუ არა მზად მოაწეროს ხელი შემაჯამებელ ოქმს, რითაც შეიცვლება ხელისუფლება საქართველოში. ეს არის მთავარი ტესტი მათთვის და ეს ასე იქნება, რადგან ხალხის ნებას წინ ვერავინ აღუდგება. მთავარი საკითხი, რაც გვაქვს არის ის, რომ მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქეა უცხოეთში, რომელიც ვერ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და არალეგიტიმური ცესკოა, რადგან მოვალეობის შემსრულებლები მართავენ ცესკოს, ერთი და იგივე კომპანიაა, რომელიც რატომღაც ყველა ქვეყანაში აკეთებს აუდიტს ამ ტექნოლოგიებს. ვპირდები "ქართულ ოცნებას" და ცესკოს, ისეთი ტექნოლოგიები გვაქვს მოფიქრებული, რომ არც ერთი ხმის გაყალბების უფლებას არ მივცემთ, წელი დასრულდება დეოლიგარქიზაციით საქართველოში, რომლის მთავარი მაჩვენებელიც იქნება კოალიციური მმართველობა. თანამედროვე ტექნოლოგიები თუ ვინმემ იცის საქართველოში, თუ სითამამედ არ ჩამითვლით, მე მგონი მე ვიცი. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები არის წარსული, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ის არის მომავალი და ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ, თუ ვინმე ამას ეცდება. ტესტი იქნება ცესკოსთვის, როცა შემაჯამებელი ოქმი შედგება, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, აწერენ თუ არა ხელს მას, მაგრამ მოუწევთ ხელის მოწერს,"- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა