ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

Bloomberg - ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს

ნახვები: 429 Bloomberg - ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ მკაცრ ქმედებებს განიხილავს, თუ ის უკრაინის დახმარების დაბლოკვას გააგრძელებს

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მიიღონ მკაცრი პოზიცია უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ბლოკირებას გააგრძელებს, - ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის წყაროების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი 1-ელ თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას უნგრეთი. მათი მტკიცებით, თუ ორბანი გააგრძელებს დახმარების პაკეტის ბლოკირებას, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა მას მაინც მიიღებს და ასეთი სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

წყაროების მტკიცებით, ერთ-ერთი შესაძლო სარეზერვო ვარიანტია უკრაინისთვის დახმარების ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის გარეშე მიწოდება.

წყაროების თქმით, თუ ორბანი გადაწყვეტს უკრაინის დახმარების პაკეტის დაბლოკვას, ევროკავშირს შეუძლია უნგრეთის წინააღმდეგ საჯარიმო ზომების შემდეგი რაუნდი შემოიღოს.

გამოცემა წერს, რომ ასეთმა სცენარმა, შეიძლება, უფრო ფართო დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინაიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ადრე განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევისკენ მიმართული ნაბიჯებისგან დაიცავს.

Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინ გამართულ შეხვედრაზე უნგრეთი შეეწინააღმდეგა ევროკავშირის წინადადებას ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდების უფრო საიმედო გზის უზრუნველყოფაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა