ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა -ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპულ ქვეყნებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ნახვები: 486 ევროპაში წითელას შემთხვევებმა იმატა -ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპულ ქვეყნებს სასწრაფო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე წითელას 30 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2022 წელს კი – მხოლოდ 941.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო თვეებში წითელას შემთხვევები გაიზარდა და ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება, თუ სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა