ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 გარდაიცვალა

ნახვები: 490 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 გარდაიცვალა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაცვლილია 38 ადამიანი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა - 664, იმერეთი - 538, ქვემო ქართლი - 243, შიდა ქართლი - 175, გურია - 127, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 238, მცხეთა-მთიანეთი - 91, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336. 5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928, იმერეთში - 1 185. მძიმე პაციენტი გვყავს 869, მათ შორის, თბილისში - 423, აჭარაში - 145, იმერეთში - 190. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 377 პირი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 115, იმერეთში - 37. 3 518 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 679 - აჭარაში, 1 203 - თბილისში, ხოლო 322 - იმერეთში. 8 985 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 399, აჭარაში -1 133, ხოლო იმერეთში - 32.
სულ 6 ოქტომბრიდან - 18 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 296 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 047 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 10 765 პირი, აჭარაში - 18 066, იმერეთში - 5 236", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, 38 გარდაცვლილიდან 16 თბილისში მკურნალობდა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, აჭარაში - 8, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო კახეთში - 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა"-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 93092 -ს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა