ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საკანონმდებლო ხარვეზი იპოთეკარებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს

ნახვები: 491 საკანონმდებლო ხარვეზი იპოთეკარებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს

კანონი რომელიც ე.წ. მევახშეებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს - „ქართულმა ოცნებამ„ ქვეყანაში მევახშეობა თითქოს აკრძალა, თუმცა რეალურად კანონში შავი ხვრელი დატოვა. სქემა ასეთია: თუ კერძო პირისგან მოქალაქე ვალს აიღებს, ბინა პირდაპირ გამსესხებელს უნდა გადაუფორმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ  ფულს დროულად ვერ გადაიხდის, ბინის გაყიდვის უფლებაც აღარ აქვს, რადგან ქონება უკვე ოფიციალურად მევახშის სახელზეა რეგისტრებული.

რეგულაციამდე ანუ 2018 წლამდე თუ მსგავსი ნასყიდობების ხელშეკრულებები მხოლოდ 1500 იყო, ახლა ახლა ის 8-ჯერ არის გაზრდილი. 5-ჯერ გაზრდილია ისეთი ადამიანების რიცხვიც, რომლებიც მსგავის ხელშეკრულებების გამო ქონებას კარგავენ. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზი იპოთეკარებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს, ამიტომ მთელი პასუხმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მათი თქმით, სახელმწიფომ გონივრული პირობები უნდა დააწესოს. 

თუ 2018 წლამდე შესაძლებელი იყო ფიზიკურ პირებს შორის იპოთეკური ხელშეკრულების გაფორმება, 2018 წლის 1 სექტემბრიდან ეს აიკრაძალა და წინა 2 წელიწადნახევართან შედარებით შემდეგ 2 წელიწადში თიტქმის 8-ჯერ არის გაზრდილი ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებები. ეს კი გაცილებით უფრო კაბალური ხელშეკრულებაა, ვიდრე იპოთეკური სესხი. მხოლოდ რეგულაციებით არ გვარდება. მე არ ვამბობ, რომ რეგულაცია არ უნდა არსებობდეს, რა თქმა უნდა, საჭიროა, ოღონდ გონივრული რეგულაციები, რომელში ხვრელის პოვნაც გაუჭირდებათ თაღლითებს თუ სხვა კერძო გამსესხებლებს. მდგომარეობა გაუარესებულია, მინიმუმ, არ გაუმჯობესებულობა და შესაბამისად, ის ნაბიჯები, რაც გადაგა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე. 

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს იურისტი ბაჩანა შენგელიაც.  

ვიდრე 2018 წლამდე იყო, 5 -ჯერ მეტი ადამიანი კარგავს დღეს ბინას აიმ თაღლითური სქემის გამო და ყველაფერი ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც 2018 წელს თითქოს ამ დაზარალებული იპოთეკარების დაცვის მიზნით მიიღო ისეთი კაბალური კანონი, რომელზე წასვლა ადმაიანებს, პრაქტიკულად, ბინის დაკარგვად უჯდება. მანამდე თუ არსებობდა რაღაცა ბერკეტი, რომ ბინა გაგეყიდა, დავუშვათ, სესხი გადაგეფარა და შემდგომ ნარჩენი მაინც დარჩენილიყო, დღეს შეიძლება რამდენიმე ათასლარიანი სესხის გამო ძალიან დიდი ქონება დაკარგოს ადამიანმა, - ამბობს ბაჩანა შენგელია. 

 

ტვ პირველი

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა