მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კიდევ 59 გარდაცვლილი და 4 509 ახალი შემთხვევა - 7 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

ნახვები: 426 კიდევ 59 გარდაცვლილი და 4 509 ახალი შემთხვევა - 7 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 042 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 59 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 47 328- ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 36 011 , „პისიარ" ტესტით - 11 317.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,52%, ბოლო შვიდი დღის - 8,13%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 871 580 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 813 872 გამოჯანმრთელდა, 12 466 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 251 150 აცრა, დღიურად აცრილია 12 194.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 545 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 135 პირი.

ამასთან, 6 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 234 პაციენტი, გარდაიცვალა 63.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა