ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იაგო ხვიჩია - მოლოდინი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიცია საჩხუბრად, სპექტაკლის დასადგმელად შევა

ნახვები: 393 იაგო ხვიჩია - მოლოდინი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიცია საჩხუბრად, სპექტაკლის დასადგმელად შევა

მოლოდინი მაქვს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაზე ოპოზიცია საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგმელად შევა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ასევე მოლოდინი აქვს, რომ შეხვედრაზე საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ მხრიდან უსაგნო დოკუმენტაციები იქნება წარმოდგენილი.

„სამწუხაროდ, მოლოდინი მაქვს, რომ ოპოზიცია იქ საჩხუბრად და სპექტაკლის დასადგმელად შევა, როგორც ცესკო-ს შეხვედრაზე იყო და, ხშირ შემთხვევაში, სხვაგანაც გვინახავს. არც ხელისუფლებისგან ველოდები მზაობას, რომ რამე შეცვლილიყო, გამონაკლისი რომ არ იყოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. დავინახავ, ამ ფაქტორმა რა ცვლილება მოახდინა სამუშაო ჯგუფებზე და გეტყვით. მგონია, რომ აქედან გამომდინარე შეიძლება, შეიცვალოს ოპოზიციის ქმედებები, თორემ, სხვა შემთხვევაში, იმავეს ველოდები – არა საქმეზე ლაპარაკს, არამედ „ქართული ოცნებისგან“ უსაგნო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც არაფერს შეცვლის, ოპოზიციისგან კი, უსაგნო ჩხუბს, რომელიც ასევე არაფერს შეცვლის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს პოლიტიკურ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, სამუშაო ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის შესაძლებლობა იქნება.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა