ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პაველ ჰერჩინსკი - ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას

ნახვები: 422 პაველ ჰერჩინსკი - ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, იმედოვნებს, რომ თანაბარი პირობები იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება, რადგან ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

„როგორც ყველამ დაინახა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთ-ერთი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გამოვლინდა ევროკომისიის მიერ და მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ყურადღებით დააკვირდებიან. მე ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIHR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება და ვიცი, რომ ყველა ჩვენი წევრი ქვეყანა მხარს უჭერს ამას. ეუთო-ს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო პასუხისმგებელია გრძელვადიან დაკვირვებებზე, მაგრამ წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები, მიიღებს თუ არა ევროკავშირი მონაწილეობას არჩევნების დაკვირვებაში.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ იქნება თანაბარი პირობები, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საკმარისი სივრცე, რათა ჩაერთოს და წარმოადგინოს თავისი პროგრამები და, პირველ ყოვლისა, არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა