ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ნიკოლ ფაშინიანი - მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება

ნახვები: 489 ნიკოლ ფაშინიანი - მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება

მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის.

„დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 13-ე სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს, ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისთვისა და მაღალი დონის ორგანიზებისთვის. მინდა გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ყოველთვის იმართება. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით. ვისაუბრეთ ასევე სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურაზე და კავშირების შესაძლებლობებზე. ეკონომიკური წინსვლისთვის ხაზი გავუსვით პროექტების შესრულების მნიშვნელობას. ასევე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ეხება მრავალ მიმართულებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა