ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მამუკა მდინარაძე - პრემიერობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი - ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე

ნახვები: 466 მამუკა მდინარაძე - პრემიერობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი - ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრები თანამდებობის დატოვებას აპირებენ.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს ასე არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რომ ეს მინისტრები, რომლებიც ჩამოთვალეთ, პოსტიდან წასვლას აპირებენ. მეორე, გითხარით, რომ განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა, წინმსწრებით ამაზე საუბარი, შესაძლოა უპასუხისმგებლო იყოს, იმიტომ, რომ, სანამ მას ოფიციალურად, ყველა ფორმალური და რეალური პროცედურის დაცვით არ დაერქმევა კანდიდატი, ამის შესახებ არ ვსაუბრობთ.

გიდასტურებთ, რომ კანდიდატურა განიხილება, ამას სჭირდება ბევრი ფორმალური საკითხის და პროცედურის დაცვა. კიდევ დღეებია დარჩენილი ყრილობამდე და პოლიტსაბჭოს სხდომამდე, როდესაც საპატიო თავმჯდომარემ წესდების მიხედვით კონკრეტული კანდიდატურა უნდა წარუდგინოს პოლიტსაბჭოს.

ამის შემდეგ, როდესაც სამთავრობო პოლიტიკით წარდგება პარლამენტის წინაშე პრემიერობის კანდიდატი, მან უნდა წარმოადგინოს საკუთარი გუნდი. დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობას ასრულებს. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე, ეს არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება, როგორც პრემიერობის კანდიდატი“,-აღნიშნა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა