ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ნახვები: 452 პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება

ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება - არ აქვს მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს, ეს არც ეკონომიკურ განვითარებას მოიტანს და არც ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი მოახლოებულ არჩევნებში, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს“.

„ჩვენს ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება, ჩვენ ხალხს კი, ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ივანიშვილის კარზე ერთის სახელით მეორით ჩანაცვლებით, ეს მთავარი ამოცანები არ სრულდება. არ აქვს არავითარი მნიშვნელობა რომელ მარიონეტს რა პოსტზე დანიშნავს და როგორ გადააადგილებს ივანიშვილი თავის კარზე სხვადასხვა ქვეშევრდომს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად შევცვალოთ ეს რეჟიმი მოახლოებულ არჩევნებში, იმისათვის რომ საქართველო ეკონომიკურად განვითარდეს, იმავდროულად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც ეკონომიკური განვითარების შედეგიც იქნება“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის სიტყვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა