ილია თოფურიას თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ ქირურგიული ოპერაცია საჭირო არ არის
ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ ვოლოდიმირ ზელენსკი განაწყენდა, ბოდიშს ვუხდი
გოჩა მირცხულავა: საქართველოს საპატრიარქო, თუ თავს შეიკავებს განცხადების გაკეთებისგან, ეს იქნება დიდი სირცხვილი...
დონალდ ტრამპი - ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა მკაფიო გზავნილია, რომ ევროპის პროგრესის შეჩერება შეუძლებელია
ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება შესაძლოა, 19 ივნისამდე გამოქვეყნდეს
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა
War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines

შალვა პაპუაშვილი - სასაცილოა, როცა „ლელოს“ ორი დეპუტატი ფიქრობს, რომ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ მოსაზრებები

30.01.2024 ნახვები: 599

გუშინ „ლელოს“ განცხადება ვნახეთ, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ცდილობენ, რომ საკუთარ გზას დაადგნენ. თავისთავად სასაცილოა, როცა პარლამენტის ორი წევრი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ თავისი მოსაზრებები და შექმნას საკუთარი დამოუკიდებელი ფორმატი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუმცა თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას დაეხმაროს კონსტრუქციულ წინადადებებით, ღია არის კარი ამ მსჯელობისთვის.

„ცხრა რეკომენდაციის შესრულება უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ვინმეს სურვილი თუ აქვს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას დაეხმაროს კონსტრუქციულ წინადადებებით, ღია არის კარი ამ მსჯელობისთვის. პოზიტიური მოლოდინი ეს არის, თუმცა ვხედავთ, უკვე ნეგატიური მოლოდინების გამართლებას – გუშინ „ლელოს“ განცხადება ვნახეთ, რომელიც ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და ცდილობენ, რომ საკუთარ გზას დაადგნენ. თავისთავად სასაცილოა, როცა პარლამენტის ორი წევრი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ, მთლიან პარლამენტს თავს მოახვიონ თავისი მოსაზრებები და შექმნას საკუთარი დამოუკიდებელი ფორმატი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორი და გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს „ლელოს“ ორ დეპუტატს თავის თავსა და საკუთარ პოლიტიკურ წონაზე როგორც ქართულ პოლიტიკაში, ისე საქართველოს პარლამენტში. კიდევ ერთი სასაცილო პროცესი იქნება – 2022 წელს ჩვენ ვნახეთ, როცა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ორი ადამიანით რაღაც ფორმატები სცადა, ეს არასერიოზულია და მათი არასერიოზულობა დადასტურდება კიდეც. თავად ის ფაქტი, რომ ორი დეპუტატი წარმოაჩენს ისეთ მდგომარეობას, თითქოს მათ შეუძლიათ, რაღაც პროცესის ლიდერები იყვნენ, ეს აჩვენებს ან გაბერილ წარმოდგენას და ეგოს, ან არარეალისტური აზროვნების სტილს, რაც როგორც ჩანს, ამ ორ დეპუტატს აქვს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არასერიოზული და სასაცილო პროცესია ის, რასაც ისინი იწყებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო რადიკალურ ფრთად იქცა.

„ლელოსთვის“ ეს უნიკალური შემთხვევა არ არის. ფაქტია, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ უფრო რადიკალურ ფრთად იქცა. ჯერ კიდევ 2020-2021 წელს გვახსოვს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედი იყო, როცა მათ საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს მიუხედავად იმისა, რომ მათი წინადადებებიც გავითვალისწინეთ. ამიტომ, მათი სტილია რადიკალიზმი. მამუკა ხაზარაძემ პარლამენტი ისე დატოვა, რომ ვერავინ გაიგო ამის საფუძველი რა იყო, მანდატი გადააგდო. მათთვის მთავარია რადიკალიზმი და ისე წარმოჩენა, თითქოს, ორ დეპუტატს ის წონა აქვს, რომ პარლამენტში პროცესები წარმართოს. ეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი მცდელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გამოდის. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა