მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა - სალომე სამადაშვილი

ნახვები: 457 „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა - სალომე სამადაშვილი

„წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა", - განაცხადა, დღეს, 10 დეკემბერს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობის დატოვების შეფასებისას.

მისივე თქმით, თანამდებობას არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი, არამედ მთელი მთავრობა უნდა ტოვებდეს.

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით - მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა. ტიკარაძე, როგორც ვიცი, არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და როგორ ჩანს, პარტიაში მისი დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი კადრების პარტიაში ყოფნა მნიშვნელოვანია", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა