საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...
ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war

თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილმა წასვლის წინ არევა დაიწყო, დავით ბაქრაძე პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მიშა კი, საერთაშორისო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა მასზე

31.01.2024 ნახვები: 456

მიხეილ სააკაშვილმა წასვლის წინ ეგრევე არევა დაიწყო. საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა ბაქრაძეს პრეზიდენტობაზე უნდა ეყარა კენჭი, სააკაშვილი საშინლად იქცეოდა, საერთაშორიო ორგანიზაციებს საშინელებებს ეუბნებოდა ბაქრაძეზე, საოცარ უპატივცემულობას გამოხატავდა, ბრაზობდა ამაზე, რომ ბაქრაძე იყრიდა კენჭს, – ამის შესახებ თამარ ჩეგოლეიშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარედ აირჩია თავისი თავი, გაქცევის წინ თავისი თავის აქტუალიზაცია მოახდინა.

„მიშა თავიდან ბოლომდე გვანჯღრევდა, აჩენდა კონფლიქტის კერებს, ეჭვიანობდა, არ უნდოდა, რომ პარტია ხელიდან გასხლეტვოდა. ხელიდან გასხლეტვაში რას ხედავდა იცით? – წესებზე თუ იქნება აწყობილი პარტია, მაგ წესებით თავად დაკარგავს კონტროლს. ვინმე კი არ ეუბნებოდა, რომ არ იყო პარტიაში, წადი პარტიიდან ან არ ჩაერიო, უბრალოდ წესებს დაემორჩილე. მე ვარ წესი, მე ვარ პარტია და მე თუ არ ვიქნები, ქვა ქვაზე არ ყოფილა, ამ მოდალობაში იყო. ამას რომ ადამიანი უყურებს, მით უმეტეს ახალი შემოსული პოლიტიკაში, რთული გადასატანია. მიშას თავისი წონა აქვს, იქიდან გიჟობს პარტიაში, ეს ამბები ხდება და მოვიდა 2015 წელი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო.

„მეგობარი, მოკავშირე დავკარგეთ და „ტაბულას“ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაც იყო. კახა რთული იყო განსაკუთრებით ფინანსურ ურთიერთობებში, მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი, რომ „ტაბულა“ მისთვის მნიშვნელოვანი იყო და არასოდეს მოკლავდა. კახა აღარ იყო, გაირკვა, რომ „ტაბულაც“ გადასარჩენი მაქვს და მიშა ყველაფერს აკეთებს, რათა „ტაბულა“ დაიხუროს. გარშემო კედლებს მიშენებს, „რუსთავი 2“-ს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩემი რეკლამა გაყიდონ, იძახის, უკონტროლო ბაცილაა და ახლავე უნდა გავაქროთო, მაშინვე უნდოდა გავექრე. ბენდუქიძეს გაციება არ აცადა, რომ „ტაბულას“ ფინანსური წყაროების დახშობა დაიწყო, რათა გავმქრალიყავით. ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ზუსტად ამ პერიდოში დაიწყო მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება.

2015 წელს პალიკო კუბლაშვილს მივწერე, რომ მისი ნახვა მინდოდა, შევხვდი, ვკითხე, რა ხდებოდა – პალიკომ არ დამიმალა მითხრა, რომ ხომ ხედავ, მიშა შიგნით პარტიაში რასაც აკეთებს, ეს ყველა ვარიანტში აგვაფეთქებს, საპარლამენტო სიებამდე ჩვენ ვერ მივალთ. ვიცი, რომ მიშა საძაგელია, მიშა რომ ასეთია, რას ცვლის მეთქი – ახლა არაფერს ვაპირებო, უბრალოდ ეს კაცი რაღაც საოცრებას იზამსო“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა