ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ეს არის ცვლილების დრო - თამარ გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე

ნახვები: 484 ეს არის ცვლილების დრო - თამარ გაბუნია ტიკარაძის გადადგომაზე

ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო, - განაცხადა დღეს, 10 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, გუშინ 9 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

"მიზეზებთან დაკავშირებით ქალბატონმა მინისტრმა გუშინ თავად არ ისაუბრა, ამიტომ მე ზედმეტად ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვფიქრობ, ეს არის ცვლილების დრო და ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მინისტრმა მიიღო იმისთვის, რომ მისი პროფესიული ექსპერტიზა, გამოცდილება და შესაძლებლობები ნაყოფიერად მოხმარდეს ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკურ აქტივობებს და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას სამომავლოდ. ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პოლიტიკა არის ძალიან კომპლექსური სფერო, რომელიც ითვალისწინებს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე მთელ რიგ პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობას", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა