ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility
ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა

პაველ ჰერჩინსკი - მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან

01.02.2024 ნახვები: 456

მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

„მე, როგორც უცხო ქვეყნის დიპლომატმა, ძალიან სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით წინა მთავრობასთან, წინა პრემიერ-მინისტრთან, გასული წლის 14 დეკემბერს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი და მოუთმენლად ველი ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციულ თანამშრომლობას შემდეგ მთავრობასთან და პრემიერ-მინისტრთან. ვიცით, რომ დღეს გარკვეული განცხადებები გველოდება. პარლამენტში პროცესი მიმდინარეობს. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახალი მთავრობის შემადგენლობა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა