ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility
ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა

გია ვოლსკი - „ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს

01.02.2024 ნახვები: 437

„ლელოს“ სერიოზული მიზეზი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს, საკმაოდ უარყოფით კონტექსტში წარმოჩნდა მათი ბოლო აქტივობები პიართვალსაზრისითაც, როცა „ფორდმუსტანგის“ გამოგელვებით პოლიტიკური საქმიანობის წინა პლანზე მათ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს, რომ თაღლითობა დაუდასტურდათ და ამ თაღლითობას ვერანაირად უარყოფენ.

„გადაჯგუფება და სტრატეგიის შეცვლაა საჭირო და ახლა მათ მიმართ ყურადღება უფრო ამ მიმართულებით განიხილება, როგორც საერთო ფორმატიდან ამოვარდნილების, ვიდრე ის ახლო წარსული, რითაც თავი კიდევ ერთხელ გამოავლინეს. თავის ყოფნა ურჩევნიათ კონტექსტში, როგორც „დაუმორჩილებლების“ და ვითომ გამიჯნულები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, ორიენტირებული არიან საქმეზე. არ შეიძლება, თემაზე ისე ვიმსჯელოთ, რომ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები ისმოდეს და სამართლებრივად გარკვეული პოზიციები არ იყოს. გნებავთ, ცესკო-ს დაკომპლექტება იყოს. ამბობენ, ამ სტრუქტურას ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა ხელმძღვანელობდესო და ამ დროს მათი მთავარი ამოცანაა ცესკო-ს დისკრედიტაციაა. შეუსაბამოა მათი აქტივობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა