ელენე ხოშტარია: თუ სიტყვისთვის ადამიანის დაპატიმრებას შევეგუებით, მონობას ჩვენი ხელით მოვაწერთ ხელს
ვახო სანაია: ვერანაირი ჯარიმა თუ პატიმრობა ვერ მაიძულებს, შევიზღუდო სიტყვის თავისუფლება
აშშ-ის გენერალი: უკრაინულმა F-16-მა რუსული ავიაგამანადგურებელი პირველად ჩამოაგდო
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,330 over past day
უკრაინის ახალი მთავარსარდალი: დაკისრებულ მოვალეობას სრული პასუხისმგებლობითა და ქვეყნის დამცველებისადმი პატივისცემით შევასრულებ
'White Angel' police evacuation units rescued over 38,000 people since start of full-scale war
Drapatyi: Serving Ukraine during war for independence means absolute responsibility
ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს ახალი თანამდებობა შესთავაზა

კაია კალასი - 20-დან 15 კომპანია, რომლებმაც რუსეთს მიკროჩიპები მიაწოდეს, დასავლური კომპანიებია, მათ შორის სამი ევროპული

01.02.2024 ნახვები: 482

კარგია, რომ ევროპაში საბრძოლო მასალების წარმოება გასამმაგდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ეს ასევე აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების თავდაცვითი მზაობა შორსაა იმისგან, რაც უნდა იყოს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სამიტის დაწყებისას განაცხადა, სადაც დღეს უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის ახალი ფონდის შექმნის თაობაზე უნდა იმსჯელონ.

„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, რადგან გვსურს, მივაღწიოთ შეთანხმებას უკრაინისთვის 50-მილიარდიან ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი თემა, რომელსაც განვიხილავთ. ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ გამოსავალი 27-ვე ქვეყნისთვის. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ხანგრძლივ, ოთხწლიან გეგმას. ეს არის მთავარი მიზანი. ვიქტორს ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს. ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ და მივყვეთ ამ გეგმას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავხედოთ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუმცა უკრაინას ხანგრძლივი ვალდებულებები სჭირდება“, – აღნიშნა კაია კალასმა.

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ თავდაცვითი მზაობის მიმართულებით.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინდა საუბარი, ერთი მილიონი ჭურვის ინიციატივაა. უკვე თებერვალია და როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს. თუმცა, ამ ამბიციური მიზნის გარეშე, ბევრად ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით. კარგია, რომ საბრძოლო მასალების წარმოება ევროპაში გასამმაგდა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, თუმცა ასევე აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების თავდაცვითი მზაობა შორსაა იმისგან, რაც უნდა იყოს. ეს მკაფიო გზავნილია ყველასთვის, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ, მე ასევე მხარს ვუჭერ მშპ-ის ორპროცენტიან ინვესტირებას თავდაცვაში, რომელიც ნატო-ს თითოეულმა მოკავშირემ უნდა განახორციელოს“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისივე თქმით, მესამე საკითხი სანქციები და მისთვის გვერდის ავლაა.

„როდესაც ჩვენ რუსული იმპორტის არაოფიციალური სტატიკა ვიხილეთ, რომ მიკროჩიპების იმპორტი რუსეთში გაიზარდა, 20-დან 15 კომპანია, რომელმაც მათ ეს ჩიპები მიაწოდა, დასავლური კომპანიებია. ამ 15-დან სამი კი ევროპულია. ასე რომ, ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და ვიმოქმედოთ, რადგან თუკი კომპანიები ფიქრობენ, რომ სარგებელს მიიღებენ და ამას მნიშვნელობა არ აქვს, სინამდვილეში აქვს, რადგან ყველას თავისი წვლილის შეტანა შეუძლია, ომის გარდატეხაში. როდესაც ყველა ცდილობს გვერდის ავლას და საკუთარი სარგებლის მიღებას, ამ შემთხვევაში ეს გზა უფრო ხანგრძლივი იქნება“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა